რა შემთხვევაში გაირიცხება ბავშვი ბაღიდან

2017-09-27 23:18:27

რუსთავის ბაგა-ბაღებში, იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომლებიც სარეზერვი სიაში არიან ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. ბაგა-ბაღების გაერთიანების, ეკა ხიციშვილის განმარტებით, 1 ოქტომბრამდე ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული. 2 ოქომბრიდან 30 აქტომბრამდე კი ბავშვთან გაცდენების აღრიცხვა დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს თვის განმავლობაში 7 გაცდენაზე მეტი, ასაზრდელი დატოვებს ბაღს. სწორედ გათავისუფლებულ ადგილებზე ჩაირიცხებიან დარეგისტრირებული რიგის ნომრის მიხედვითა ან საბჭოს წევრების გადაწყევტილებით.

რეზერვის სტატუსის მქონე ბავშვების ჩარიცხვა, სასწავლო წლის დაწყებიდან, ყოველი თვის ბოლოს ეტაპობრივად განხორციელდება.