"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს (ფოტო)

2017-09-27 19:06:25

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, პარტიის ლიდერებთან და სხვა წევრებთან ერთად, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დიდების ხეივანშივე წარმოდგენილი იყო ოკუპაციის ამსახველი პოტომოსალა. მოეწყო მცირე პერფორმანსიც, სადაც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი იყო გაცოცხლებული.