რუსთავში ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა

2020-07-09 23:18:03

რუსთავში ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, "ჟიგული"-ს მარკის ავტომობილს ძრავში ხანძარი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზებს დროულად მოახერხეს.

ხანძრის გამო არავინ დაშავებულა.