შსს-ს მინისტრმა გარდაცვლილი რუსთაველი ლეიტენანტის ოჯახს მიუსამძიმრა

2017-09-27 17:30:13

შსს- სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს N5 სექტორის დისლოკაციის ადგილზე, მომხდარი გაზის ბალონის აალების გამო, გარდაცვლილი რუსთაველი ლეიტენანტი, ლაშა ჩუბინიძის ოჯახს, შსს-ს მინისტრმა მიუსამძიმრა. გიორგი მღებრიშვილმა გარდაცვლილის ოჯახი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. აალების შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124- მუხლით მიმდინარეობს”.

გარდაცვლილი ლაშა ჩუბინიძე რუსთაველია, მისი ცხედარი უკვე ჩამოასვენეს. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. "ინფო რუსთავი" უსამძიმრებს გარდაცვლილი ოჯახს.