რუსთავის ქუჩები ახალი სპეცტექნიკით სუფთავდება

2017-09-27 15:55:55

ქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება. ამის შესახებ, დასუფთავების სამსახურის ხელმძღავანელმა ბადრი მოდებაძემ განაცხადა. ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ურნები, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით 3-4 ჯერ  იცლება. რაც შეეხება შიდა უბნებს. შიდა ეზოების დაუსფთავება 2-ჯერ, დილისა და საღამოს საათებში ხორციელდება. ქალაქს ერთ თვეზე მეტია 5 ახალი მანქანა ემსახურება.