სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დიდების ხეივანი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვაინებით, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავას მემორიალთან გადაინაცვლეს და ეროვნული გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი გაიხსენეს და ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და პროპორციული სიის წევრებმაც. ჟიული შარტავას მემორიალთან დარუპულთა ხსოვნის პარაკლისიც გადაიხადეს.