ჭყონდიდელის დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი დოლაკიძემ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის, დავით რეხვიაშვილის სასარგებლოდ, კანდიდატურა მოხსა. აღნიშნულის შესახებ ყოფილ კანდიდატს ცესკოში განაცხადი ჯერ არ შეუტანია. „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში კი განაცხადა რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დავით რეხვიაშვილი გაიცნო. „აღმოჩნდა რომ ჩვენს სამოქმედო გეგმებში ბვერია საერთო, ჩვენ ერთად უფრო ბევრ რამეს გავაკეთებთ ვიდრე კონკურენტულ პირობებში. ვაპირებ რომ მომავალში ვითანამშრომლო მასთან“ განაცხადა ირაკლი დოლაკიძემ.