მოგვარდა თუ არა რუსთაველების პრობლემა (ვიდეო)

2017-09-27 11:36:21

გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორმო, სადაც დახოცილ ქათმებს და კვერცხებს წვავდნენ, გუშინ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ამოვსებულია. სამუშაოები მეფრინველეობის საწარმოს წარმომადგენლებმა განახორციელეს, თუმცა ფაქტს რომ კვერცხებსა და ქათმებს თავად წვავდნენ კვლავ უარყოფენ. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დახოცილ ფრინველსა და კვერცხებს მოსახლეობა ყრიდა , შემდეგ კი წვავდა. ტერიტორისს გასუფთავება კი იმიტომ გადაწყვტეს, რომ უსიამოვნო სუნი მათაც აწუხებდათ. ნახეთ ვიდეო.