საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა

2017-09-26 15:51:47

ბოლნისის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა. როგორც "ინფო რუსთავს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრეს სამსახურში განუცხადეს, ერთკვირიანი კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად ბაღებში 2 სახის ინფექცია დაფიქსირდა, კერძოდ, ბაქტერიული შიგელა  და ენტეროვირუსი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  რეკომენდაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბაღები 1 კვირით დაიხურა. ამ დროისთვის კი 12-ვე ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.