ვინ "წამლავს" ქალაქს (ფოტო/ვიდეო)

2017-09-26 13:38:19

„ინფო რუსთავმა“ ქალაქში უსიამოვნო სუნის მიზეზს მიაგნო. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, საკითხი საინფორმაციო პორტალმა გუშინ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა სპეციფიკური სუნი გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკიდან მოდის. „ინფო რუსთავს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასობით დახოცილი ქათამი და ათასობით გაფუჭებული კვერცხი დახვდა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა.

საწარმომოს თანამშრომლის განცხადებით, კვერცხს მოსახლეობა წვავს რაც შეეხება დახოცილ ფრინველს, ფრინველის დაწვა არ ხდება.თუმცა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე დამწვარი ფრინველიც ნახა და დასაწვავად გამზადებულიც.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სააგენტოს განცხადებით, „ინფო რუსთავის“ მიერ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, ე.წ სამგორის მეფრინველეობის ფაბრიკაში გამოცხადდნენ, სადაც აღმოჩენილი იქნა მკვდარი ქათმები და გაფუჭებული კვერცხები. სააგენტოს თანამშრომლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა თუ ვის ეკუთვნის დახოცილი ფრინველი და კვერცხი. საკითხის მოკვლევის შემდეგ დამნაშავე პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. ნახეთ ვიდეო.