ესპანეთის პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკებისა და წამლებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა, მათ შორის ორი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები, მათ შორის კოკაინი და ჰეროინი, ასევე, ანტიდეპრესანტები ამოიღეს.
დაკავებულების ბინებში 27 ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი, ლიტვის ყალბი პასპორტები და ესპანეთში ცხოვრებისთვის განკუთვნილი ყალბი დოკუმენტები აღმოაჩინეს.
სპეცოპერაცია ბარსელონაში, მადრიდში, კასერესსა და ლა კორუნიეში ჩატარდა. ნახეთ ვიდეო.