"ინფო რუსთავს" უკვე მესამე დღეა რუსთაველები უკავშირდებიან და უსიამოვნო სუნის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მათი თქმით ღამით, დაახლოებით 20 საათიდან ქალაქის შემოსასვლელში უსიამოვნო სუნი არის, VIII, XX, XXI, XIX და XVII მიკრო რაიონის მოსახლეობა აცხადებს რომ თითქოს პირუტყვის ტყავს, ან მატყლს წვავს ვინმე. "საშინელი სუნია და ვერ გაგვირკვევია საიდან მოდის, დავრეკეთ გარემოს დაცვის სამინისტროშიც თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. ფანჯრები ვერ გაგვიღია აუტანელი მდგომარეობაა" - აცხადებს ჩვენთან საუბარში XX მიკრო-რაიონის მკვიდრი.