რუსთაველები დედაქალაქიდან ვერ ბრუნდებიან

2017-09-25 19:32:07

თბილისიდან რუსთავისკენ მომავალი მგზავრები დახმარების თხოვნით "ინფო რუსთვას" დაუკავშირდნენ. მგზავრების თქმით რუსთავში დაბრუნება უჭირთ, რადგან კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსები დანიშნულ ხაზზე რეისებს დროის დიდი ინტერვალით ახორციელებენ.

"ინტერტრანსში" აცხადებენ რომ მიკროავტობუსები მართლაც შეფერხებით გადაადგილდებიან და ამის მიზეზი, რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე არსებული საცობია. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენისთანავე, "ინტერტრანსის" მიკროავტობუსები მგზავრებს, დროულად მოემსახურებიან.