დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსიდან 7 წლის ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

2022-06-26 12:30:25

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს, ის ცოცხალია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მტრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, საერთო ფართით დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი, დაზიანდა შენობები 1-დან მე-7 სართულამდე და ნაწილობრივ განადგურდა – 7, 8 და 9 სართულები.წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები.