რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

2022-06-25 21:54:43

რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

ქარმა მე-7 მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ასევე, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე მოგლეჯილია ათწლოვანი ხეები.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე ხის მოგლეჯილი ტოტები ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მანქანები დაზიანდა.

ასევე, ქარმა მოგლიჯა ელექტრო სადენები.

შემთხვევის ადგილებზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.