რუსთაველზე აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაჟღერდა

2021-06-24 22:16:15

ახალი სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მონისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის ორგანიზატორებმა მოთხოვნები ცოტა ხნის წინ გააჟღერეს.

"სირცხვილიას" წევრის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა შედგეს ახალი მთავრობა, რომელიც ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცის შეასრულებს.