რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში სპექტაკლი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ 1 კვირაში გაიმართება, ამ დროსთვის კი რეპეტიციები მიმდინარეობს. გიორგი შალუტაშვილის ამ სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრში 2013 წელს შედგა და მას მაყურებელი მალე ისევ იხილავს. თამარ ფხაკაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ორი ძმის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ქალაქში ქირით ცხოვრობენ, თავიანთი სახლ-კარი კი კონფლიქტის ზონაში, ერთერთ სოფელში აქვთ. რუსთავის თეატრის რეპერტუარში შემდეგი სპექტაკლებია შესული: „ბრძოლა ხელისუფლებისათვის“, „ყველაფერი ქალების შესახებ“ და „საოჯახო ქრონიკები“.