რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია 23 ივნისს 10:00 საათიდან დაიწყება.
23 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);
ბ) 11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);
გ) 12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2017 წლიდან-30.09.2018 წლის ჩათვლით);
დ) 13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2016 წლიდან-30.09.2017 წლის ჩათვლით);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისს შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1.ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ყურადღება!
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაცია არ წარიმართება N1 ფილიალში.
გისურვებთ წარმატებას
ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი: (0341) 241130; (0341) 220076