21 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 21 ივნისი + 31°C, 22 ივნისი + 29 °C, 23 ივნისი + 26 °C, 24 ივნისი + 31 °C.