რუსთავში 3 პირი დაჭრეს [video]

2022-06-18 23:16:05

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები