რუსთავში შვილმა დედას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცსა და მის 80 წლამდე დედას შორის კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა დედას სხეულის სხვადასხვა ადგილზე მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ხმაურის გამო მეზობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცავებმა მამაკაცი მალევე დააკავეს.