იხდიან თუ არა რუსთაველები დასუფთავების გადასახადს

2022-06-14 12:06:34

ქალაქს ამ დროისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი -12 მანქანა ემსახურება, აქედან - 7 ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდი.
ტექნიკის საშუალებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერების, რეკრეაციული სივრცეების და ეზოების დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ამ და სხვა სერვისებისთვის, 2022 წელს - 4 706 700 ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული.
ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე ხდება სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფა, ნაგავმზიდების საწვავის შეძენა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ანაზღაურება.
დასუფთავების სერვისში მოსახლეობის მხრიდან გადასახდელი თანხა, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალია და სულზე 40 თეთერს შეადგენს,  თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახადს ფაქტობრივად არ იხდის.
რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლით, დაახლოებით 13 880, 86 ლარი შემოდის რუსთავის ბიუჯეტში. პოტენციური გადამხდელების რეალური რაოდენობის მიხედვით, კი ეს ციფრი თვეში დაახლოებით 3-ჯერ მეტი- 45 760 ლარი უნდა იყოს. წლის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 549 120 ლარი უნდა შემოდიოდეს, რეალურად, კი 2021 წლის განმავლობაში, დასუფთავების მოსაკრებლიდან 166 570.27 ლარი შემოვიდა ქალაქის ბიუჯეტში.