გვირაბის მშენებლობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

2022-06-14 11:04:09

სოფელ კობთან სათადარიგო გვირაბის მშენებლობის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება",- ნათქვამია განცხადება.