1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული

2022-06-14 10:58:50

ქობულეთის მუნიციპალიტეტსი, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანეს.