სისხლიანი გარჩევისას 2 პირი დაჭრეს

2022-06-12 12:27:28

თბილისში 2 პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა, ინციდენტი დიღმის მასივში 11 ივნისს საღამოს მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.