ევროპარლამენტმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვას მხარი დაუჭირა

2022-06-09 15:21:24

ევროპარლამენტის რეზოლუციაში "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შესწორება შევიდა.

"გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე; მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა "ქართულ ოცნებაში".

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი უმაღლესი ინსტიტუტი Fake-ის მსხვერპლი გახდა.

"კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად წარმოებს, ევროპარლამენტამდე მიაღწია... შემაშფოთებელია რომ Fake-ის მსხვერპლი ხდება ასეთი უმაღლესი ინსტიტუტი", - განაცხადა კობახიძემ.