ავტობანზე მიწა ჩამოწვა

2022-06-09 11:03:10

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.

უწყების ცნობით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

"დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.