ხანძარი გომბორთან

2017-09-23 13:45:11

გომბორთან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ წუთებში მიმდინარეობს. ცეცხლი შერეული ტყის მასივს, ნაძვნარს უკიდია. ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებენ რუსთაველი მეხანძრეებიც.