საბერძნეთში ქართველები დააკავეს

2022-06-07 11:38:03

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველებმა ათენის ცენტრში არსებული ოთხი სახლი გაქურდეს, აიდანაც სამკაულები, ოქრო, ვერცხლი, ძვირადღირებული საათები, ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული: 155 ევრო, 250 000 ფუნტი და 249 აშშ დოლარი მოიპარე.

ჯამში, საქართველოს ორი მოქალაქის მიერ მოპარული ნივთების რაოდენობა, 400 000 ევროს აღემატება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სულ მცირე, 2021 წლის დეკემბრიდან, შექმნეს ბანდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე სახლებში ქურდობას ახორციელებდა.

მათ მანქანები ისე მოაწყვეს, რომ კარგად დამალვა მოეხერხებინათ. კომუნიკაციისთვის გამოიყენეს არარსებული, უცხოელების სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები. მოპარული ნივთები კი, ათენის ცენტრში მდებარე სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარეს.

დაკავებულები ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.