რუსთავის რომელ სკოლაში ჩატარდება ეროვნული გამოცდები

2022-06-06 19:50:27

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო ცენტრების მისამართები გამოაქვეყნა.

წელს რუსთავში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება 22-ე სკოლის ნაცვლად მე-15 სკოლაში მოუწევთ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-15 სკოლის დირექტორმა განუცხადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დამონტაჟებულია გაგრილების სისტემა და მზად არიან ეროვნული გამოცდებისთვის.