უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

2022-06-06 18:28:19

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა. ქართველი სამხედრო ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დაიღუპა.

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.