ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრის 10 ფაქტი გამოვლინდა

2022-06-06 12:46:48
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 31 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15, აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.