იგეგმება თუ არა თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია

2022-06-03 20:15:54

"ჩვენ დღეს რამდენიმე მსხვილ ქუჩას ვამუშავებთ, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რაზეც დასრულების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი დეტალი მოსახლეობასთან ერთად გავიაროთ და მათაც აზრი ვკითხოთ", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, იგეგმება თუ არა თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია.

ქალაქის მერის თქმით, თბილისის ქუჩის განახლების პროცესი კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს.

"თბილისის ქუჩაზე დღეს მიდის ერთი კორპუსის გამაგრება და იქ ცოტა სხვა პრობლემებიცაა, კიდევ უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ, ვიდრე მხოლოდ რეაბილიტაციაა. როდესაც თბილისის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ძველი შემოსასვლელია. იგეგმება ავტობანის გაგრძელება და სწორედ ტრანსპორტთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად, უნდა მოხდეს ამ პროექტზე საუბარი, რადგან ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ პროექტი განვახორციელოთ, თანხა დავხარჯოთ, თავი მოვიწონოთ და შემდეგ გადაკეთება ან რაიმე ტიპის ჩარევა დაგვჭირდეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები