რუსთაველი მამაკაცი მოკლეს

2022-05-29 20:47:36

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში 72 წლის რუსთაველი მამაკაცი მოკლეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მეზობლად მცხოვრებმა 24 წლის ბიჭმა მიაყენა.

სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და მომხდარის ზუსტი მოტივის დასახელება უჭირთ თანასოფლელებს. მათი თქმით, ფაქტს წინ არც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა და ახალგაზრდამ მამაკაცი მოულოდნელად მოკლა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რუსთაველ კაცს სოფელი ნანიანში ჰქონდა და იქ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის იყო ჩასული.

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე უკვე დაკავებულია 1 პირი.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები