პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დაიღუპა

2021-05-24 14:43:18

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას, საქართველოს მოქალაქე,  ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც იქ სამუშაოდ იყო წასული. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადმოსვენებისთვის საჭირო გარკვეულ თანხას იქ მყოფი ქართველი ემიგრანტებიც აგროვებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა კი 2 დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა პოლონეთში 3 წლის წინ წავიდა.