რუსთავში, კოსტავას გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია

2022-05-18 12:35:38

რუსთავში, კოსტავას გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია.

მიმდინარეობს ბეტონის საფარს შორის არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და მის ნაცვლად ბეტონის საფარის დაგება.

აღნიშნულ პრობლემაზე მძღოლების ნაწილი უკვე დიდი ხანია საუბრობდა, მათი თქმით გამზირზე ქვაფენილის დაგება თავიდანვე შეცდომა იყო. გზის მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება იწვევს ხმაურს და ავტომობილის ამორტიზაციას, აცხადებენ მძღოლები.

შეგახსენებთ რომ კოსტავას გამზირის განახლების პირველი ნაწილი 2017 წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის მიხედვით კი ბეტონის საფარს ზოლებად ქვაფენილი ყოფდა.