"ქრონიკა პლიუსი" აუდიო ჩანაწერს ასაჯაროვებს (აუდიო)

2017-09-20 11:49:30

ინტერნეტ სივრცეში პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის და აფრიკაში მყოფი ალეკო ამაღლობელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება. ამაღლობელი თეთრუაშვილს პროფესორად და ყოფილ სამხედრო მოსამსახურედ წარუდგა და საკუთარი თავი ძველი შეხვედრებიდან გაახსენა. სატელეფონო საუბარში ამაღლობელი ამბობს, რომ აფრიკაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 1977 წელს საქართველოს პატრიარქთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა და მან პატრიარქს 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "ძალიან ძვირფასი რამ" დატოვა. ამაღლობელი ამბობს, რომ მას სურს ეს ნივთი საქართველოს პატრიარქს თეთრუაშვილის მეშვეობით გადასცეს. ამაღლობელი ამავე საუბარში შორენა თეთრუაშვილს სთხოვს, რომ პატრიარქს მისი ნაცნობი დაალოცინოს. აღნიშნული ვიდეო მასალა „ქრონიკა პლიუსის“რედაქტორმა ელისო კილაძემ გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ მდივან რეფერენტს 4- მილიონიანი ძვირფასი ქვა ნამდვილად გადასცა, მაგრამ შორენა თეთრუაშვილს ის საპატრიარქოში არ მიუტანია. აუდიო მასალა.