სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში

2017-09-19 19:26:00

ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ე.წ "გიგანტის" დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებენ, გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკორეალიზაციის ფაქტზე 40წლამდე მამაკაცი დააკავეს. სპეცოპერაცია უკვე ერთი საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. ნახეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, აგვისტოს თვეში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.