სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში (ვიდეო)

2017-08-16 17:16:18

ქვემო ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შემდეგაც ერთი პირი დააკავეს.

სპეცოპერაცია . გიგანტის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა.

ადგილზე პოლიციისა და სპეც.დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სახლში დაკავებულის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

 სპეცოპერაცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საცხოვრებელ სახლთან დაკავებულის მამა და ძმა იყვნენ მისულები, როგორც დაკავებულის ძმამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, 3 თვის წინ მისი დედა და ძმა დააკავეს, თუმცა შემდეგ გამოუშვეს და ახლა კი ისევ მის დაპატიმრებას აპირებდნენ.

დაკავებულის მეუღლე კი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაინახა, როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს ნარკოტიკული საშუალება.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4 სპეცოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ 5 პირი დააკავა. ვიდეო.