"გამჭვირვალობა - საქართველოს" ახალი კვლევა

2017-09-19 16:35:51

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ახალი კველევის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა აქვს, პარლამენტარებს შორის მოხვდა მამუკა ჩიქოვანიც ("ევროპული საქართველო"), რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორად არის დარეგისტრირებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს  სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით მამუკა ჩიქოვანს დაუკავშირდა. როგორც ჩიქოვანი აცხადებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წელს დაფუძნდა, თუმცა კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა არასდროს განუხორციელებია. "ეს კომპანია 2014 წელს არის დაფუძნებული, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ მიწარმოებია ამ კომპანიით საერთოდ, მაგრამ დეპუტატად გახდომის წინ მე მივმარეთე მაინც დამფუძნებელს ჯერ სიტყვიერად, მერე წერილობით, რომ გავეთავისუფლებინე ამ თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ ჰქონია. მერე მივმართე საჯარო რეესტრს და ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება დაახლოებით 60 დღეში" - აცხადებს მამუკა ჩიქოვანი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ანგარიში.