აქცია რუსთავის მერიასთან (ვიდეო)

2017-09-19 13:32:44

სიტყვიერი დაპირისპირება „ხალხის პარტიის“ რუსთავის მერობის კანდიდატსა და თვითმმრთველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს შორის. ხმაური „ხალხის პარტიის“ მიერ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა. პარტიის ლიდერი ანა კეკენაძე, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველი სტუდენტების დაფინანსებას და ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვდა. კეკენაძემ თვითმმართველობის წარმომადგენლები თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

მერიის პრესსამსახრის, თამარ აქუბარდიას განმარტებით, აქციის მონაწილეები არ ფლობდნენ სწორ ინფორმაციას. მისი თქმით, მერიაში არსებობს შესაბამისი პროგრამა, რის საშუალებითაც, სტუდენტები რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თვითმმართველობის მიერ ფინანსდებიან. ნახეთ ვიდეო.