რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე, მთავარ გზაჯვარედინზე პირუტყვი ისევ გამოჩნდა. ფოტო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რომელმაც აღნიშნა რომ შუადღით რამდენიმე რქოსანი პირუტყვი მეგობრობის გამზირზე გადაადგილდებოდა. აღსანიშნავია რომ ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩა ერთადერთი სატრანსპორტო მონაკვეთია სადაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ნებადართულია, შესაბამისად აღნიშნული გზაჯვარედინი საავტომობილო მოძრაობის კუთხით საკმაოდ გადატვირთულია. გარდა ამისა ხშირია შემთხვევები როდესაც პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ხე-მცენარეებს ანადგურებს.