რუსთავის საწარმოში მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა

2022-04-28 20:31:11

რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საწარმოო ტრავმა მიიღო. შემთხვევა ფოლადსადნობ საამქროში მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვი, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა. ი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი, თეა გელაშვილიმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემოიყვანა 63 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნით. პაციენტს აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა კოჭ-წვივის ლატერალური გოჯის მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური შემდგომი მკურნალობის მიზნით, აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს თეა გელაშვილი.

ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ საწარმოშიც, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, რის დასრულებამდეც, დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები