"სკვერში თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს"

2021-04-24 16:11:07

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია მამაკაცის შესახებ, რომელიც  facebook მომხმარებლების თქმით - ბავშვებს აშინებს.

სხვადასხვა ჯგუფებში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვნების დაშინების ფაქტი, თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. მომხმარებლები აღწერენ მამაკაცს და მშობლებს მოუწოდებენ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება.