როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ რუსთაველ სამხედროს

2022-04-21 19:45:01

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ რუსთაველ მებრძოლს, ზაზა ბიწაძეს, სავარაუდოდ, სამშობლოში შაბათს ჩამოასვენებენ. 

მას კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი პოლომნეთში გადაასვენებენ.

რუს ოკუპანრებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპულების პანაშვიდი კიევში, ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გუშინმ გაიმართა. მათთან გამოსამშვიდობებლად ქართველი და უკრაინელი მებრძოლები მივიდნენ. არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე ტაძრიდან სამხედრო პატივით გამოაცილეს.

რუსთაველი მებრძოლი ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბენნოისთან 16 აპრილს გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზაზა ბიწაძე 2014 წლიდან აქტიურად იბრძოდა უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. მას სამი შვილი დარჩა.

16 აპრილს, ამავე ოპერაციის დროს გარდაიცვალა ორი ქართველი მებრძოლი - არკადი კასრაძე და ალიკა ცაავა.

ცნობისთვის, ზაზა ბიწაძე უკვე მეორე რუსთაველია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.

9 აპრილს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი, რომელიც 16 აპრილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები