იგეგმება თუ არა დღეს ღონისძიებები

2017-09-17 13:42:20

რუსთავქალაქობა გუშინ დასრულდა, თუმცა დღეს დილიდან "ინფო რუსთავს" უამრავი რუსთაველი დაუკავშირდა ერთადერთი კითხვით - "არის თუ არა დღეს რაიმე ღონისძიება დაგეგმილი?". იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავქალაქობა წინა წლებში ორდღიანი იყო და შესაბამისად, მეორე დღესაც გარკვეული ღონისძიებები იმართებოდა, ჩვენს თანამოქალაქეებსაც გაუჩნდათ ეს კითხვა. "ინფო რუსთავი" რუსთავის თვითმმართველობას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ - "რუსთავქალაქობა ერთდღიანი იყო და გუშინ დასრულდა, შესაბამისად დღეს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქში არ იმართება".