უკრაინაში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცი დაკრძალეს [video]

2022-04-16 17:42:24

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული რუსთაველი სამხედრო, დავით მენაბდიშვილი დღეს მშობლიურ ქალაქში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. [ვიდეო/video]

რუსთაველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაიკრძალა.ცერემონიაში მონაწილეობა საპატიო ყარაულმა და სამხედრო ორკესტრმა მიიღო, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

რუსთაველი სამხედრო სიონის ეკლესიიდან ჯერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაასვენეს, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო დაბრძანებული.

მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, სამხედროს გამოემშვიდობენენ როგორც ოპოზიციის, ასევე სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები.

დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ დავით კირკიტაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ასევე "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე. რუსთავის სიონის ეკლესიაში პანავიდე მივიდნენ ქალქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

ჯარისკაცი მშობლიურ ქალაქში გუშინ გადმოასვენეს, სადაც მას მოქლაქეები მუხლმოდრეკით, ყვავილებითა და დროშებით ხელში დახვდნენ.

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მენაბდივილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოხალისე იყო, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.

49 წლის დავითი წლების განმავლობაში გორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტშიც მუშაობდა. მას ორი შვილი დარჩა.

ცნობისთვის, რუსთაველი სამხედრო ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან 9 აპრილს გარდაიცვალა.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები