რუსთავში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

2017-09-16 13:49:53

რუსთავში 2 პირი დააკავეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ა.  რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებთ, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. ავევე რუსთავში და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. თბილისში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით). ვიდეო მასალა "ინფო რუსთავმა" მოიპოვა. ნახეთ ვიდეო.