რუსთაველი სპორტსმენის მორიგი წარმატება

2017-09-15 16:42:40

რუსთაველი სპორტსმენის მორიგი წარმატება. ნოდარ ცხოვრებაძემ პროფესიონალური ორთაბრძოლების ჩემპიონატში გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ჩემპიონატზე სახელწოდებით „რინგის მეფეები“ გამარჯვება საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის კლუბ „ჩემპიონის“ სპორტსმენმა ნოდარ ცხოვრებაძემ (მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი) მოიპოვა. ის 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ირანელი მეტოქის ნოკაუტით დაამარცხების შემდეგ ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

ჩემპიონატი აზერბაიჯანში 11 სექტემბერს გაიმართა.