დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, სკამები, განადგურებული სპორტული მოედნები, დაზიანებული სანაგვე ურნები და სხვა - რუსთავის მასშტაბით ვანდალიზმის მსხვერპლი არაერთი რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედანი გამხდარა.
ქალაქში გაგიჭირდებათ, იპოვოთ ახლადრეაბილიტირებული ობიექტი, რომელსაც ვანდალიზმის კვალი არ ეტყობა.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ, სხვადასხვა ქუჩაზე გადაღებულ ფოტორეპორტაჟს, სადაც ნათლად ჩანს როგორ "უფრთხილდება" საზოგადოების ნაწილი ქალაქის ინფრასტრუქტურას.